მოგესალმებით!
ჩვენ პირველი კლასიკური გიმნაზიის IX(III) კლასის მოსწავლეები ვართ. გვეამაყება თითოეულს ჩვენი სკოლა, ჩვენი მეორე სახლი, რომელიც მუდამჟამ ამაყად დგას, რუსთაველის პროსპექტზე... მის წინ კი დიდი ილიასა და აკაკის ძეგლი ამშვენებს მანქანებით გადატვირთულ ასფალტის წინახედს.
დრო გადის, მაგრამ საათის ისრებმა ვერა დააკლეს რა ჩვენს ათასჯერ გადარჩენილ, მაგრამ ათასჯერვე გამოზაფხულებულ, აყვავებულ სკოლას, რომლის კედლებშიც აღიზარდნენ დიდი მწერლები, პოეტები, ადამიანები, რომლებმაც შექმნეს საქართველოს ისტორია, დაიცვეს იგი, ააღორძინეს და დღეს ჩვენ გვაქვს ბედნიერება, რომ ვისწავლოთ სწორედ იმ საკლასო ოთახებში, იმ დერეფნებში გავიაროთ, სადაც ოდესღაც ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, გიორგი ერისთავი, გრიგოლ ორბელიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი დადიოდნენ. ამ დერეფნებს ახსოვთ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისათვის გმირი-ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც თავად ასწავლიდა, თავად ზრდიდა იმ თაობებს, რომლებიც დღეს ჩვენ და ჩვენს თანატოლებს გვზრდიან, გვაყალიბებენ სრულფასოვან პიროვნებებად და გვიკალავენ გზას მწვერვალისაკენ, რომელსაც ჩვენი მომავალი ჰქვია.
ლევან აბრამიშვილი
თეიმურაზ გიორგობიანი
ოთარ გოხაძე
თათული ქათამაძე
საბა ჯაბუშანური

დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს თანაკლასელებს დახმარებისათვის.
ბლოგზე მუშაობდნენ თბილისის კლასიკური გიმნაზიის IX(III) კლასის მოსწავლეები: ლევან აბრამიშვილი
თეიმურაზ გიორგობიანი
ოთარ გოხაძე
თათული ქათამაძე
საბა ჯაბუშანური
No comments:
Post a Comment